ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 15 ბრიგადა მუშაობდა, რომელტაც ცეცხლის სრული ლოკალიზებისთვის რამდენიმე საათი დაჭირდათ.
მონაზვნების განმარტებით, შენობიდან სიწმინდეების და ხატების გატანა შეძლეს და არც საეკლესიო ნივთები დაზიანებულა.
მონასტრის ორი სართული გადარჩა, სხვენი კი დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მონაზვნები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.