კორცხელის მაჟორიტარობისთვის “თავისუფალი საქართველოდან” თეონა ქარდავა იბრძოლებს

„არც ქოცები, არც ნაცები“ – ამ სლოგანით წარადგინა დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში სოფელ კორცხელში პარტიის კანდიდატად თეონა ქარდავა.

კუკავას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში მათი კანდიდატი კორცხელის თემის პრობლემების რეალურად გადაჭრაზე იმუშავებს.

კანდიდატი კი მოსახლეობას პირდება, რომ მისი საქმიანობა ზუგდიდის რაიონის საკრებულოში შედეგიანი იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი