საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 3001 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136, კოვიდ სასტუმროში კი 2245 მოქალაქე რჩება.
24 საათში საქართველოში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით გარდაცვალების 307 შემთხვევაა დაფიქსირებული.