კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი