კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და ვირუსისგან დამატებით კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 895 ადამიანი დაავადდა, აქედან 741 პაციენტი უკვე განიკურნა.

კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი