კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი