ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2537. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 31170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 19 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 381-ს შეადგენს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობაა 46817.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3004 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4355. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 2428 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.