საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 200 124-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 020 510 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 016 პაციენტი ემსხვერპლა.