საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებაკონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.