საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა 1325 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.