საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, მთლიანობაში, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და – 1321 ს შეადგენს.
საქართველოში ვირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.