კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 7 093-ს მიაღწია.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობისმიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განტავსებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსს საქართველოში 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი