კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა და 846 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი