კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 334-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი