საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5497 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 3 ინფიცირებულთან კონტაქტია, ორის ინფიცირების წყარო უცნობია.