საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 818 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 686 გახდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია. როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კიდევ 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 2902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.