საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ცნობისთვის, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.