კორონავირუსის ერთ-ერთი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ექიმების ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი