საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 215-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 30303-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს.
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 8 თბილისში, 4 იმერეთში, 2 კი აჭარაში დაიღუპა.