კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 326 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 250 108-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 038 391 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 102 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო 7 დღის – 27,36%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი