კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 361-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარეთ ვირუსით ინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა 26-ს ქვეყანაში გამოვლინდა.
ფილიპინები კი ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დაღუპულია 44 წლის ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ფილიპინებში უხანიდან ჩავიდა.
ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩინეთიდან ვიზიტორების ქვეყანაში შესვლა აკრძალა შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ. სამგზავრო შეზღუდვები დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და ინდონეზიამ.