კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა – სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 82 ადამიანი, ხოლო 6017 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.97 ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.52%.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 785 991-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 722 399 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 057 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი