საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 – ით გაიზარდა და 624 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.