კორონავირუსით ინფიცირებული ხანდაზმული ქალი რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავია.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ ქალის გადაყვანის მიზეზი მის კვლევებში ასახული ცვლილებები გახდა.
„პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოს სტაციონარში მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი.