კორონავირუსით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 693, ხოლო PCR ტესტით – 18 777.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,06%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,22%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,91% შეადგინა. 

8 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 10 660 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 276 478 აცრა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 40 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 286 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 178 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 822 108, ვირუსს ემსხვერპლა 12 582 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი