კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსისგან დამატები ექვსი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპაციელურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

მთლიანობაში ქვეყანაში covid-19-ის 908 შემთხვევა არის დაფიქსირებული, 761 პაციენტი კი გამოჯანმრთელებულია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 269.

საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებულია.

„გვქონდა 906 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ორი და გახდა 908. გამოჯანმრთელდა ექვსი და ამჟამად არის 761. ორი ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი