საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 043 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 021 943 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 946 255 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 582 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 16,58%, ბოლო 14 დღის – 10,9%, ბოლო 7 დღის – 11,73%.