კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 30 პაციენტიდან 15 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი