საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა.