საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 45 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 764 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 565 769-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 422 540 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 933 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 28,55%.