საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი, ხოლო 4477 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 840 593-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 783 987 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 974 პაციენტი ემსხვერპლა.