საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი, ხოლო 3 072 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 916 477-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 869 411 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 221 პაციენტი ემსხვერპლა.