კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 890

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის  3 278  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით,  ბოლო 14 დღის განმავლობაში 7,46%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6.96% შეადგინა. 

14 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 10 981 აცრა ჩატარდა. 

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 898 079 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 844 875, ვირუსს ემსხვერპლა 12 879 ადამიანი. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი