საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 55 ადამიანი, ხოლო 5 530 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 814 097-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 755 229 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 553 პაციენტი ემსხვერპლა.