კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 2 157 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 835 306-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 774 458 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 871 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,59%, ბოლო 14 დღის – 9,01%, ბოლო 7 დღის – 9,03%-ია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი