კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 63 ადამიანი, ხოლო 4 154 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 804 571-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 741 470 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 352 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო 7 დღის – 8,99%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი