საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 67 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 955 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 942 173-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 904 903 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 009 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო 7 დღის – 6,26%.