კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი, ხოლო 2285 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

გუშინ საქართველოში 56 018 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი