კორონავირუსს ზუგდიდელი მამაკაცი ემსხვერპლა

რუხის კოვიდ კლინიკაში ზუგდიდის მცხოვრები, 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ამავე კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 7.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 450 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი