“კორპორაცია ფოთის პორტი” მომხმარებელს კომბინირებულ პაკეტს ვეღარ შესთავაზებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მიმართვა დააკმაყოფილა და „კორპორაცია ფოთის პორტის“ გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კომპანიის მიერ კონტეინერების ინტეგრირებული საპორტო და სატერმინალო მომსახურების და კომბინირებული ტარიფების დაწესებას გულისხმობდა, შეაჩერა.

ფოთის პორტში მოქმედი სახმელეთო ტერმინალების ხელმძღვანელი პირების განცხადებით, მიღწეულია მაქსიმალური შედეგი და ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას აღარ გეგმავენ. თუმცა აცხადებენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ, რათა აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და სისტემის მონოპოლიზება არ მოხდეს.

“newsportal.ge” „კორპორაცია ფოთის პორტს“ დაუკავშირდა,თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენატრს არ აკეთებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი