ზუგდიდს თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება

ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.


ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, ლაზის ქუჩაზე, ღია ტიპის ჩოგბურთის კორტი ეწყობა.


ასევე, კორტთან ერთად, იქვე არსებული საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტირდა.  
სამუშაოების ღირებულება ჯამში 200 000 ლარზე მეტია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი