ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ორივე მანქანის მძღოლი სოფელ კორცხელის მკვიდრია.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.