საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 699 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 110 168-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 981 531 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 840 პაციენტი ემსხვერპლა.