კოვიდის 11 235 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 პაციენტი, ხოლო  17 130 პირი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო  24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 905 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, PCR ტესტით –  12 981.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის -30,99 %.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 325 838  ადამიანი დაინფიცირდა,  პირი გამოჯანმრთელდა 1 106 221 , ხოლო 15 246 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი