საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადებით, კოვიდზე აცრის ყალბი საბუთის დამზადების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი. სამმა პირმა კი 400 ლარის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.