კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.

რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე იყო დაშვებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი