ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, კლინიკაში 5 პაციენტია მოთავსებული, მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის გაიგზავნა.
,,ორ პაციენტს წლის და 7 თვის ბავშვს და 30 წლის მამაკაცსა და კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჩვენთან მოთავსებულია 5 პაციენტი, ისინი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შემოიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით, ან დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.