ლადო ბედუკაძე – ჩემზე თავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულია

ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე,  მასზე  თავდასხმას “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებს და აცხადებს, რომ “ენმ”-ს დავალებით, მას, უცნობი მამაკაცი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში  ფიზიკურად გაუსწორდა.

„ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულია რა თქმა უნდა. მეტი მტერი არავინ მყავს. ქაშუეთის ეკლესიაში ვიყავი სალოცავად. უკან გამომყვა. როცა გამოვედი, თავს მოულოდნელად დამესხა”, – განუცხადა  ბედუკაძემ მედიის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძეს სცემეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი