ლარი დოლართან 5.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 4 თეთრით

ლარი დოლართან 5.63 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 4.02 თეთრით. 29 მარტის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1354 ლარია, ევროსი კი – 3.4652 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. შედეგად, ორ დღეში ლარი დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან – 18 თეთრით გამყარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი