ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან 3.69 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.73 თეთრით. 3 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9707 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.1890 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3.01 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი – 3.25 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 2.99 ლარია, 1 ევროსი – 3.20 ლარი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან – 20 თეთრით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი